დასავლეთთან თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

0
495
25 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკური დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი დობრინინმა განაცხადა, რომ დასავლეთთან თანამშრომლობის ეპოქა „სამუდამოდ“ დასრულებულია. მისი თქმით, ეს არ არის დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგებზე. დობრინინმა ამის შესახებ ერთ-ერთ სტატიაში დაწერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა აგრესიულ ალიანსთან დაპირისპირების მწვავე ფაზაში შევიდა და ამ ქვეყნებს, აშშ-ის ხელმძღვანელობით, რუსეთის, როგორც გეოპოლიტიკური კონკურენტის მოშორება სურთ.

რამდენიმე წინ წინ რუსეთის პირველ არხზე ეთერში გავიდა ფილმი „როგორ არის მოწყობილი მსოფლიო“. ამ ფილმში მოთხრობილია რუსოფობიაზე და რუსეთის მტრებზე, რომლებიც, ფილმის ავტორის აზრით, დასავლეთის ქვეყნებია.

Cesko