კრემლი:თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს დაბომბავს, კიევში “გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს” შევუტევთ

0
461
54 Views

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის განცხადებას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო დარტყმების ლეგიტიმურობის შესახებ პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს დაბომბავს, ისინი კიევში მდებარე “გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს” შეუტევენ.

,,ლონდონის მხრიდან კიევის რეჟიმის პირდაპირი პროვოცირება მსგავსი ქმედებებისკენ, მათი განხორციელების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიწვევს პროპორციულ პასუხს. რუსეთის შეიარაღებული ძალები საათობრივ მზადყოფნაში არიან შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის იარაღით საპასუხო იერიშისთვის კიევში იმ ცენტრებზე, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღება”. – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რომ “უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე მრჩევლების ყოფნა სულაც არ შექმნის პრობლემას, როდესაც რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას საპასუხო ქმედებებზე”.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის თქმით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება.

ჰიპი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთისთვის “აუცილებლად პრობლემური არ იქნება”, თუ უკრაინა ამისთვის მათ მიერ მიწოდებულ იარაღს გამოიყენებს

Cesko