დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? – რა მნიშვნელოვან ფაქტებს იხსნებს სოსო ცინცაძე

0
848
22 Views

-ბატონო სოსო, კოსოვოსა და სერბეთს შორის შეიძლება ომი დაიწყოს, თურქეთი საბერძნეთს ემუქრება და ჩინეთი ტაივანში აპირებს შეჭრას, რადგან ამერიკის წარმომადგენელთა პალატის თავმმჯდომრე, ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა. ჩინეთს ტაივანის საზღვაო საზღვართან დიდძლი სამხედრო ძალა და ტექნიკა ჰყავს მობილიზებული. რუსეთ-უკრაინის ომი კი სახეზეა. რა ხდება? ბევრი შიშობს, რომ მალე მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.

-არა, მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, ამ საფრთხეს ვერ ვხედავ და გეტყვი, რატომ. უკიდურეს შემთხვევაში, ლოკალური კონფლიქტები იქნება. მოდი, ჩინეთი-ტაივანით დავიწყოთ, მთელი მსოფლიოს ყურადღება იქითკენ არის მოპყრობილი. ნენსი პელოსის ჩასვლით ტაივანში, ამერიკამ დაამტკიცა, რომ ის მართლა დიდი, წამყვანი სახელმწიფოა და მისთვის ჩინეთის მუქარა არაფერს ნიშნავს. ახლა მძიმე მდომარეობაშია ჩინეთი. ჩინეთი იმუქრებოდა, თუ პელოსის თვითმფრინავი ტაივანში დაჯდა, ომს დავიწყებთო. მინიშნებებიც კი იყო ჩინეთის მხრიდან, რომ პელოსის თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ კიდეც. ამერიკის იაპონიის სამხედრო ბაზიდან, რვა ავიაგამანადგურებელი აფრინდა და ისინი მოაცილებდნენ პელოსის თვითმფრინავს ტაივანისკენ, რადგან ამერიკამ არ გამორიცხა, რომ ჩინეთი ამ მუქარას შეასრულებდა. ვნახოთ, ახლა რა მოხდება, პელოსის ვიზიტი დიდხანს გაგრძელდება. მაქსუმუმ, ხვალ დამთავრდება და იაპონიაში გაფრინდება. საინტერესოა ძალიან. ახლა ჩინეთმა რომ დაარტყას ტაივანს, ძნელი წარმოსადგენია, რადგან ამერიკაში 1954 წელს, კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ამერიკამ ვალდებულება აიღო, რომ დაიცავს ტაივანის დამოუკიდებლობას. ამერიკის ეს ქმედება იყო წინასწარგანზრხული. ნენსი პელოსი მმართველო პარტიის წარმომადგენელი და კონსტიტუცით, მესამე პირი ამერიკის ხელისუფლებაში – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. ამერიკის ხელისუფლების მესამე პირის ვიზიტი თუ გახდა ტაივანის დაბომბვის საბაბი, ამას ამერიკა ვერ გაატარებს. არ ვიცი, რას მოიმოქმედებს, მაგრამ შორიდან მაყურებლად არ დარჩება. ჯო ბაიდენს 4 თვეში არჩევნები ელოდება. ბიდენმა ახლა თუ აიძულა ჩინეთის ლიდერი, სი ძიან პინი, რომ ეს გადაყლაპოს, ამერიკის ავტორიტეტი გაიზრდება მსოფლიოში, ამერიკაში კი გაიზრდება ბაიდენის რეიტინგი და ბაიდენს ხელახლა გაპრეზიდენტტების სერიოზული შანსი ექნება. დასრულდება იმაზე ლაპარაკიც, რომ ბაიდენი დაბერდა, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ა.შ. ბაიდენი გამოჩნდება, როგორც ძლიერი პრეზიდენტი. თეთრი სახლი ვა-ბანკზე წავიდა. თუ ომი დაიწყო, ესეც ბაიდენის კისერზე იქნება. რა ვიცი, მე ძნელად წარმომიდგენია, ჩინეთმა თავისი სამხედრო მუქარა შეასრულოს.

ტრდიციულად მოდის ამერიკის მხრიდან ტაივნის მიმართ ეს დამოკიდებულება, ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივან, ჯონ ფოსტერ დალესის დროიდან. მისი იდეაფიქსი იყო ტაივანი, როგორც საკუთარ ბავშვს ისე იცავდა მას. 50-იან წლებში აპირებდა ჩინეთი ტაივანის დაპყრობას, მაგრამ მაშინ ამერიკელებმა სამხედრო ძალა გამოიყენენ და უკან დაიხია ჩინეთმა. მას შემდეგ, ამერიკა ყოველთვის საჯაროდ აცხადებს, რომ ტაივანი ხელშეუხებელია და ჩინეთს არ მისცემს მისი დაპყრობის ნებას. ამერიკის პრეზიდენტი, რიჩარს ნიქსონი როდესაც ჩავიდა ჩინეთში, მაო ძედუნთან, ჩინეთის ლიდერთან ერთად განიხილა ტაივანის საკითხი და მაშინ თქვა მაი ძედუნმა,100 წელი რომ გავიდეს, ჩვენ დაველოდებით, ჩვენთვის ხელსაყრელი მომენტი როდესაც იქნება, მაშინ ვიმოქმედებთ, ტიავანი მაინც ჩინეთისა გახდებაო. თუ ტაივანმა ოფოციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაშინ ჩინეთი აუცილებლად შეიჭრება ტაივანში. თუმცა, რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თავისი პრეზიდენტით და პარლამენტით. ჩინეთმა თუ ტაივანის დაპყრობა გადაწყვიტა, იოლად ამას ვერ მოახერხებს. ძლიერი ეკონომიკის გარდა, ტაივანს საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალებიც ჰყავს თანამედროვე სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი.

– ტაივანის მოსახლეობა 24 მილიონია და მილირდნახევარიან ჩინეთს როგორ უნდა გაუწიოს ღირსეული წინააღმდეგობა?

-იმას არ ვამბობ, რომ ჩინეთი ტაივანის დაპყრობას ვერ შესძლებს, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია იმ ხალხის პოზიცია, ვინც ამბობს, რომ 2-3 დღეში აიღებს ტაივანს ჩინეთის ჯარი. ჯერ ერთი, ტაივანი არ არის ხელწამოსაკრავი. დღეს უკვე უკონტატქო ომების დროა და აგერ, რუსეთ-უკრაინის ომმა გვაჩვენა ეს. დღეს გადამწყვეტი შეიარაღება და ბრძოლის სწორი სტრატეგიაა და მერე მოდის მოსახლეობის რაოდენობა და სხვა ფაქტორები. ჩინეთმა რომც დაიპყროს ტაივანი, სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და რეპუტაციული ზარალის ფასად დაუჯდება. თუმცა, ყველაფერზე წავა ჩინეთი ტაივანის გამო. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ამერიკის ფაქტორი. თუ ივალდებულა ტაივანის დამოუკიდებლობა, ეს მის დაცვას გულისხმობს და არც ის გამოვრიცხოთ, თუ ომი დაიწყო, ამერიკა რაღაც ფორმით ჩაერთოს ამ ომში.

რაც შეეხება კოსოვოს და სერბეთის დაპირისპირებას, ეს რუსეთი ისნპირირებული მგონია. რუსეთს აწყობს, დაიწყოს ეს ომი, შუაგულ ევროპაში და მაშინ, უკრაინისთვის ნაკლებად მოიცლის ევროპა. სერბეთი გახდება რუსეთის „მაშველი რგოლი“. რას აპროტესტებს სერბეთი? ჩრდილოეთ კოსოვოში 50 000 სერბი ცხოვრობს და დღემდე სერბეთის სანომრე ნიშნები და მართვის მოწმობები აქვთ. კოსოვოს ხელისუფლება მოითხოვს, რომ სერბებმა გამოცვალონ სანომრე ნიშნები და მართვის მოწმობები, ახალი აიღონ, იმ ქვეყნისა, სადაც ცხოვრობენ. კოსოვოელი სერბები ამას არ ემორჩილებიან, რასაც მათ მხარს სერბეთის ხელისუფლება უჭერს და ახლა ახლა ორივე მხარე ომით იმუქრება. ახლა ეს თითიდან გამოწოვილი საბაბია, აბა, რა არის? ამის გამო ომი როგორ შეიძლება დაიწყო? თუმცა, აქ სხვა მიზეზია რუსეთის ფაქტორის გარდა. სერბეთი ვერ ეგუება კოსოვოს დაკარგვას და დაბრუნება უნდა. თუმცა, კოსოვო ევროკავშირის თანხმობის გარეშე ვერ დაიწყებს ომს, რადგან ძალიან უნდა ამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის ომშია ჩართული და ნამდვილად არ აწყობს, ომი, რომელიც რუსეთს უკრაინის დამარცხებაში დაეხმარება. ვფიქრობ, კოსოვოს გააჩერებენ, მაგრამ სერბეთზე ევროკავშირს გავლენა არ აქვს და სერბეთმა შეიძლება დაიწყოს ომი. სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვოს ხელისუფლებას სერბებს არ დააჩაგვრინებს და თუ ომი იქნება, სერბეთი ამ ომს მოიგებსო.

– თუ კოსოვოსა და სერბეთს შორის ომი დაიწყო, დიდი ამბავი ატყდება. სერბეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ხორვატებს, ბოსნიელებს, სლოვენიელებს. სერბეთის ჯინი ყველას აქვს და დიდი აურზაური ატყდება, მანდ თუ ომი დაიწყო.

-მართალი თქვი შენ, სერბეთის ჯინი ყველა ბალკანეთის ქვეყანას სჭირს და ხორვატები პირველები არიან მათ შორის. მაგას დაამატე- ხორვატები და ბოსნიელები და ალბანელები და მაკედონიელები ვერ იტანენ ერთმანეთს, ერთხელ უკვე იომეს ერთმანეთან, მზად არიან დაჭამონ ერთმანეთი, თუკი საამისო შანსი მიეცემათ. კოსოვომ და სერბეთმ ომი თუ დაიწყეს, არ გამოვრიცხავ, ბალკანეთში იმაზე უფრო დიდი უბედურება დატრიალდეს,როგორიც 1991-2001 წლებში იყო. დღეს ბალკენეთის ყველა სახელწიფოს გაცილებით უკეთესი შეიარაღება აქვს, ვიდრე მაშინ ჰქონდათ. უკეთესი კი ამ შემთხვევაში, უფრო მომაკვდინებელი, უფრო გამანადგურებელია. ყველა ელოდება მომენტს, რომ სერბეთმა კოსოვის დაარტყას და მერე დაესევიან. თუმცა, არა მგონია, სერბეთმა დაიწყოს ომი. ვუჩიჩი გონიერი პოლიტიკოსი და ხედავს, რომ რუსეთს თავისი გასჭრვებია უკრაინაში, სერბეთს ისეთ სამხედრო დახმარებას ვერ გაუწევს, რომ სერბეთმა მოკლე დროში და მცირე დანაკარგებით გაჭყლიტოს კოსოვო. კი, თუ ომი დაიწყო, რუსეთი მიაწვდის ფულსა და იარაღს სერბეთს და ბევრს დაჰპირდება, მაგრამ რუსეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეგპირდება და შეასრულებს. მით უმეტეს, ომში მყოფი რუსეთი. აქ ერთი შემაკავებელი ფაქტორიც არის. სერბეთსაც უნდა ევროკავშირის წევრობა, განაცხადი უკვე შეტანილი აქვს და თუ იომა კოსოვოსთან, ამით დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს. ბოლოს, ვფიქრობ, ევროკავშირი ჩაერევა საქმეში, კოსოვოს ხელისუფლებაზე მოახდენს ზეწოლას და იმ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. რაღაც შუალედურ ვარიანტს მოსძებნიან, რომელიც კოსოველებისთვისაც მისაღები იქნება და იქ მცხოვრები სერბებისთვისაც.

რაც შეეხება თურქეთის მუქარას საბერძნეთის მიმართ, აქ ახალი არაფერია. რა, პირველას იმუქრება თურქეთი? ასეთი მუქარები ორივე მხრიდან იმ დროიდან დაიწყო, რაც თურქეთმა საბერძნეთის მიერ მის კუთვნილებად მიჩნეული კვიპროსის ნაწილი დაიპყრო და ეს კუნძული ორად გაყო. დასრულდება მაშინ, როდესაც ეს კონფლიქტი მოგვარდება. ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრია და ეს შემაკავებელი ფაქტორია თრქეთისთვის. ზოგადად, პოლიტიკაში ყველაზე რთული, ქვეყნების მიერ ერმანეთის მხრიდან წაყენებული ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებაა. მეტიც, პოლიტიკურად, დიპლომატტიურად მოუგვარებელი საკითხია. ისინი ყოველთვის ძალის გამოყენებით გადაიჭრება. რასაც ვიხსენებ, გერმანიის გაერთიანება მოხდა მშვიდობიანად და ჩეხოსლოვაკია გაიყო ორ სახელმწიფოდ – არც ჩეხეთსა და არც სლოვაკეთს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრობლემები არ ჰქონიათ. კი,ტერიტტორიული პეტენზიები დააფიქსირა ორივემ, მაგრამ მოლაპარაკების გზით გადაწყდა ყველაფერი. ეს ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის დიდი დამსახურებაა, რომელიც ჩემი აზრით, ცივი ომის დროინდელი ერთადერთი დისიდენტი იყო, რომელიც ნამდვილ პოლიტიკოსად იქცა. კი, პოლონეთში იყო ლეხ ვალენსა, ჩვენთან ზვიად გამსახურდია… ვალენსა ვერ იქცა დიდ პოლიტიკოსად და გამსახურდიას არ აცადეს პოლიტიკოსად ჩამოყალიბება. გამსახურდია ვახსენე და ერთს ვიტყვი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით, სამოქალაქო ომით დაიწყო ჩვენი უბედურება. ეს იყო უდიდესი შეცდომა და მის შედეგებს დღემდე ვიმკით.„ზვიადისტებისა“ და „შევადნაძისტებით“ დავიწყეთ დაპირისპირება და მთელი საქართველო, იმის მერე, პოლიტიკური დაპირისპირების ველად იქცა-„ასლანისტები“, „მიშისტები“, „ბიძინისტები“, „ნაცები“, „ქოცები“, აქა-ის პატარ-პატარა ლიდერების მომხრეები… მთელი ქვეყანა ერმანეთთან არის დაპირისპირებული. რას აღარ აკადრებს ხალხი ერთთმანეთს. ბოღმა, შური, გაუტანლობა… კარგს ვერ გაიგებ და ვერ ნახავ საქართველოში. ერთმანეთის სიყვარულს ვინ დაეძებს, სხვა და სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიების მომხრეებს ერთმანეთის მიმართ ელემენტარული პატივისცემა დაეკარგათ და რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ დაპირისპირების სათავეში განათლებული ადამიანები არიან. ამერიკაში 1861-1865 წლებში იყო სამოქალაქო ომი, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის. 157 წელი გავიდა და ჯერ არ დასრულებულა ხალხში სიძულვილი. ეს კარგად გამოჩნდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელიც დონალდ ტრამპმა მოიგო. ოჯახები ინგრეოდა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, ქმარი სამხრეთელების მხარდამჭერი იყო, ცოლი-ჩრდილოელებისა. დები, ძმები, და-ძმები ჰკარგავდნენ ერთმანეთს. აქაც მომხდარა ამგვარი რამ, უარესიც და კონკრეტული ფაქტებიც ვიცი, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. 157 წელი გავიდა და ამერიკელებს სამოქალაქო ომი ჯერ არ დაუვიწყებიათ, ჩვენ 30 წლის წინ ვეომეთ ერთმანეთს და ღმერთმა უწყის, როდის დავივიწყებთ და ვაპატიებთ ერთმანეთს. სამოქალაქო ომი რომ ანგრევს ქვეყანას, აფერხებს სახელწიფოს განვითარებას, ხალხის გაერთიანებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას,ისე არაფერი.

Cesko