24 Views
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იხსენებს პერიოდს, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ის ტელეკომპანია “იმედში” მუშაობდა და საკუთარ გადაცემაში მიიწვია ნათია ფანჯიკიძე,მეორე დღეს კი მასთან დარეკა თამარ ჩერგოლეიშვილმა და მისივე თქმით, საკმაოდ მკაცრი ტონით სთხოვდა პასუხს, თუ რატომ მიიწვია ფანჯიკიძე გადაცემაში.
“ნათია ფანჯიკიძე მყავდა “იმედში” სტუმრად, მეორე დღეს დამირეკა “ჩერგომ” (რომელსაც პირადად მგონი ჯერ არ ვიცნობდი) და საკმაოდ მკაცრი ტონით მთხოვდა პასუხს რატომ მოვიწვიე ნათია სტუმრად. (სხვა რაღაცეებიც მითხრა, არ დავწერ) მახსოვს გიორგი არველაძესთან ავედი გაკვირვებული და გიორგიმ ღიმილით მითხრა, დაიკიდე ნანუკა” – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძის პოსტის კომენტარში, რომელიც ასევე თამარ ჩერგოლეიშვილს ეხებოდა.