“ეს ყველაფერი უდავოდ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი, იმის საპირისპიროდ, რასაც თეთრი სახლი და პენტაგონი ამტკიცებენ, პირდაპირ ჩართულია უკრაინის კონფლიქტში”. – ამის შესახებ წერს რუსეთს თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოადგილემ, ვადიმ სიბიცკიმ გაზეთ Telegraph-თან აღიარა, რომ უკრაინის მიერ HIMARS-ის სარაკეთო თავდასხმებს ვაშინგტონი ხელმძღვანელობს.
“ბაიდენის ადმინისტრაციაა პირდაპირ პასუხისმგებელი დონბასსა და სხვა რეგიონებში კიევის მიერ დამტკიცებულ ყველა სარაკეტო თავდასხმაში საცხოვრებელ სივრცეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილი გამოიწვია”. – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
აშშ უკრაინას დამატებით $550 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 2 აგვისტოს ისაუბრა. ჯამში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გაწეული დახმარება უკრაინისთვის $8.7 მილიარდს შეადგენს.