“წვეულებამდე მას არ ვიცნობდი” – მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენება ვრცელდება

0
2162
30 Views

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული, დავით ჯიჯეიშვილი ჩადენილ ქმედებას ინანიებს. ბრალდებულის ჩვენება ექსკლუზიურად “ნოდარ მელაძის შაბათმა” გაავრცელა.

გამოკითხვის ოქმში სტუდენტი ამბობს, რომ მირიან კუკავას საერთოდ არ იცნობდა და მკვლელობის შესახებ მასმედიიდან გაიგო.

ჩვენებაში სტუდენტი აღიარებს, რომ მან მკვლელობის იარაღი, ასევე ტანსაცმელი გადააგდო და მიიმალა.

“მე გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას, რასაც მოჰყვა მირიან კუკავას გარდაცვალება. მე წვეულებამდე მას არ ვიცნობდი. მისი სახელი და გვარი ჩემთვის ცნობილი გახდა მომხდარის შემდეგ მასმედიის საშუალებით. გამოძიების ამ ეტაპზე ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო არ შემწევს უნარი გიპასუხოთ და ვისაუბრო მომხდარის დეტალებთან დაკავშირებით”,- აცხადებს დავით ჯიჯეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს.

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

Cesko