მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ფეიკი ამხილა, ტვ “ფორმულას” ჟურნალისტური ილეთები დაგმო და ირაკლი კობახიძის ოჯახს გამოესარჩლა. არა, თქვენ არ მოგეჩვენათ. მართალია, “ემპათიის” ფსიქოანალიტიკოსებმა შეიძლება ეს ფაქტორებიც სათავისოდ შემოაბრუნონ:
“აი ხომ ხედავთ, რა დონეზე ვერ არის საღ ჭკუაზე! ხომ ხედავთ – რაოდენ დამძიმებულია!”- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი და აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, სადაც ხაჭაპური მის და სააკაშვილს შორის გამართულ დიალოგის შესახებ საუბრობს, სადაც სააკაშვილი ირაკლი კობახიძის მამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას რადიკალურად არ ეთანხმება.
როგორც ქართველიშვილი წერს, სააკაშვილმა ,,მთავარი’’ არხის მიერ დადგმული ფეიკი ამხილა.
,,მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ფეიკი ამხილა, ტვ “ფორმულას” ჟურნალისტური ილეთები დაგმო და ირაკლი კობახიძის ოჯახს გამოესარჩლა. არა, თქვენ არ მოგეჩვენათ. მართალია, “ემპათიის” ფსიქოანალიტიკოსებმა შეიძლება ეს ფაქტორებიც სათავისოდ შემოაბრუნონ: “აი ხომ ხედავთ, რა დონეზე ვერ არის საღ ჭკუაზე! ხომ ხედავთ – რაოდენ დამძიმებულია!”. ჩვენ კი ვხედავთ ყველაფერს და ყველაფერი გვესმის – მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპი მარტო გამოძიების არა, VIP-მსჯავრდებულების დონეზეც სიცოცხლისუნარიანი ყოფილა. განსაკუთრებით, როდესაც ძალიან გინდა გისოსებს მიღმა გამოსვლა, როდესაც “ბასტილიის აღების” მსგავს ქმედებებზე იმედი უკვე დაკარგული გაქვს – მაშინ იწყებს “კაიტიპობას”, მაშინ ამზადებ ნიადაგს შენს დაუძინებელ მტრებთან დიდი ვაჭრობისათვის. ჯერ საკუთარი შვილი შეგყავს სატელევიზიო სივრცეში: “მამაჩემი ვიღას ახსოვსო, ან მას თუ ახსოვდესო ქართული პოლიტიკაო, მთელი დღე უკრაინულ ტელეარხებს უყურებსო და ყვითელ/ლურჯი ცრემლებით ტირისო”. გადის 24 საათი და ამ შაპიტოს არენაზე გამოდის ადვოკატი ხაჭაპურიძე, რომელიც იმავე დედააზრს ამძაფრებს: “მიშა ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება, არაფერს ქართულს არ უყურებს, მაგრამ გია კობახიძეზე თავდასხმა – საკუთარ თავზე თავდასხმად აღიქვა, შეწუხდა, განრისხდა და განიცადა”. რაკი ეს სერიალი წარმოებაში ჩაშვებულია, წინ აუცილებლად გველოდება მომდევნო სერიებიც. ერთადერთი, რაც საპილოტო დებიუტის დროს ვერ ამოვიკითხეთ – საკუთარ პოლიტიკურ და კრიმინალურ ცოდვებზე სინანული და საჯარო აღსარების ელემენტები. ხაზს ვუსვამ – მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებანი არავის აინტერესებს! მაგრამ – საზოგადოების მხრიდან “შენდობის ლოცვებზე’ პრეტენზია თუ გაქვს, მარტო შენივე დანაშაულებრივ მედია-სივრცეზე აუგის თქმა, აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი წინაპირობაა, რომ შენს მიმართ ჩვენი ახლებური ინტერესი გამოიწვიო’’,- წერს ქართველიშვილი.