22 Views
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ დონეცკში უკრაინული სამხედრო ეშელონი გაანადგურეს, რომელსაც ელიტარული ბატალიონი გადაჰყავდა.
„მაღალი სიზუსტის საჰაერო გასროლამ, პირდაპირი დარტყმით, გაანადგურა სამხედრო ეშელონი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრასნოარმეისკის სადგურზე, რომელიც გადაჰყავდა უკრაინის პრეზიდენტის პირველი ცალკეული ბრიგადის ელიტარული თავდასხმის ბატალიონი.
თავდასხმას 140-ზე მეტი ნაციონალისტი შეეწირა, დაახლოებით 250-მდე კი დაშავდა. ყველა სამხედრო ტექნიკა, რომელიც ეშელონში იყო, განადგურებულია“, – განაცხადა კონაშენკოვმა.