21 Views
გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, იამთ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. მუხლმოდრკილი ვევედრები, მაპატიეთ. ძალიან გთხოვთ მაპატიოთ. მე ძალიან შემტკივა გული იმათზე პირველ რიგში, მე ჩემი შვილი მელანდებოდა იმათ რომ ვუყურებდი რა დღეში ჩაცვივდა ხალხი ჩემი შვილის გამო. მაპატიეთ გთხოვთ” – ამბობს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა.
პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირი თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა და წვივის დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნებოდა.