22 Views
გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა, უბედურ შემთხვევას, უბედური შემთხვევა მოჰყვა და სპორტსმენების დასახმარებლად წასული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით ბორტზე მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ.სამაუწყებლო კომპანია „მთავარის“ ცნობით, დღეს ჩამოვარდნილი პარაპლანისტი იმ პირის ძმაა, ვინც 16 ივლისს ტურისტთან ერთად ჩამოვარდა. რაც შეეხება პილოტს
„ტვ იმედის“ ცნობით, გარდაცვლილი პილოტი – ზაზა ლორია გახლავთ, რომელიც 35 წელია მოღვაწეობდა ამ სფეროში. მისი კარიერა ჯერ კიდევ 1992-93 წლებში დაიწყო. მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ომში. როგორც ცნობილია, სწორედ ზაზას ჩაჰქონდა დანიშნულების ადგილამდე ჰუმანიტარული დახმარება. აგრეთვე, სწორედ ლორიას გადმოჰყავდა გარდაცვლილები და ლტოლვილები აფხაზეთის ომიდან