“უკანა მოტორი რატომ გაძვრა? რატომ დავფრინავთ 50 წლის მი-8-ებით, როცა პუმები ჯერ ანგარებში დავალპეთ და მერე გავყიდეთ?” – ყურაშვილი გუდაურის შემთხვევაზე

0
4436
24 Views

ვერტმფრენები ქვეყანას უნდა ჰყავდეს იმისთვის, რომ გადაუდებელ სიტუაციებში გამოიყენოს. ხან ხანძრის ჩასაქრობად დაგჭირდება, ხან ხევიდან ვიღაცის ამოსაყვანად, ხან ცივილიზაციას მოწყვეტილი სოფლიდან ხალხის გამოსაყვანად. ეგაა ვერტმფრენის ფუნქცია.
ამ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მი-8 იწყებს უკონტროლო ტრიალს და რამდენიმე წამში უკანა როტორი საერთოდ ძვრება. უკანა მოტორის დაკარგვა არის 100%-იანი ავარია.
აი, უკანა მოტორი რატომ გაძვრა, ის მოვიკითხოთ ჯობია. და საერთოდ, რატომ დავფრინავთ დღემდე 50 წლის მი-8-ებით, როცა საფრანგეთიდან ჩამოყვანილი პუმები ჯერ ანგარებში დავალპეთ და მერე საერთოდ გავყიდეთ.ხოლო ფრანგებს კონტრაქტი გავუწყვიტეთ, რომლითაც დამატებით პუმები უნდა მოეწოდებინათ. პარაპლანისტებს კი არა, იმ ხალხს აგინეთ, ვის კისერზეცაა ეს კატასტროფა. არ იქნებოდნენ პარაპლანისტები, ხვალ სხვა დავალებაზე გაფრინდებოდა ეგ ვერტმფრენი და შედეგი იგივე დადგებოდა. ტექნიკური გაუმართაობა გადასარჩენი ობიექტის მიხედვით არ იჩენს თავს.

ამის შესახებ ლევან ყურაშვილი, სოციალურ ქსელში წერს და გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

შეგახსენებთ, გუდაურში – ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.

Cesko