“ქურდების” ანგარიშსწორება პოლიციის ხელით – სკანდალური ჩანაწერი

0
9472
29 Views

ბრძოლა კრიმინალური სამყაროს წევრებს შორის აჭარაში გავლენების გადასანაწილებლად – “ლავასოღლის”, იგივე მინდია გორაძის შემდეგ, შავი ზღვისპირეთში განსკუთრებული გავლენები ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ენცომ” მოიპოვა. მისი სახელი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოჩნდა, როდესაც ითქვა,რომ წაგებულმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” მეორე ტურის დროს, დახმარება “ენცოს” სთხოვა და სანაცვლოდ პატივისცემას დაპირდა.

 

ბათუმში ამბობენ, რომ ამ დაპირებიდან მალევე, პოლიცია ერთი-მეორეს მიყოლებით აკავებს იმ ადამიანებს, ვისაც “ენცოსთან” დაპირისპირება აქვს.

“შაბათის ეთერმა” “კანონიერი ქურდისა” და ბათუმელი “ავტორიტეტი” თენგიზ თავდგირიძის მძიმე საუბრის ჩანაწერი მოიპოვა, წყაროს ინფორმაციით, საუბარი თურქეთშია ჩაწერილი. სტამბოლში თავდგირიიძე და მისი ჯგუფი “ენცოსთან” ბიზნეს – წილების გადასანაწილებლად ჩავიდა, თუმცა ბათუმელ “ავტორიტეტებს” თურქეთში მცხოვრები “კანონიერი ქურდი” არ შეხვდა, რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა.

საქართველოში ჩამოსული თავდგირიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციის უფროსმა, რომრლიც “ენცოს” ნათესავია, “კანონიერი ქურდის” ბრძანება შეასრულა.

“შაბათის ეთერს” ბათუმში უყვებიან, რომ თენგიზ თავდგირიძე ერთადერთი არ არის ვისაც ” ენცოს” დავალებით ნარკოტიკები ჩაუდეს.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 9 წლიანი სასჯელი განუსაზღვრა 26 წლის ხვიჩა დოლაბერიძეს, რომელსაც “კანონიერ ქურდთან” დიდი დაპირისპირება ჰქონდა.

“ენცოსა” და პოლიციის ერთობლივ მოქმედებებს უკავშირებენ მეგობრები ფირუზ წულუკიძის დაკავებას. მათი მტკიცებით, წულუკიძის დაჭერა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პირდაპირი ბრძანება იყო, რომელიც პოლიციამ აღასრულა, მიზეზი კი დაუმორჩილებლობაა.

 

Cesko