ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოში აშშ-ის ელჩის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„შინამერიკაში, კელი!
ეს არის, კიდევ სამი საქართველოს მოქალაქის. პირდაპირი ბრლდება ამერიკის ელჩის მიმართ, რომელიც ზეწოლას ახდენს და პირდაპირი მნიშვნელობით ერევა საქართველოს მესამე, დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოს საქმიანობაში.
„აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლისა და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება.”
ქალბატონი კელი დეგნანი, არადიპლომატიური გამონათქვამების კასკადის შემდგომ, აშკარად გადავიდა არადიპლომატიურ მოქმედებებზე. მისი ვიზიტი სამეგრელოში, რომელიც მეფისნაცვალის გეგმიურ გასეირნებას ჰგავდა გუბერნიაში, ნამდვილად არ ჯდება ელჩის საქმიანობის ჩარჩოებში.
ასე რომ… მე არ ვიცი რამდენად ჩაეთვლება მის უფროსობასთან ეს P.R. კამპანია, მაგრამ ქართველ ხალხში რომ ღიმილი და გაღიზიანება გამოიწვია, ეს ფაქტია…
ისე, ასეთი სამარცხვინო ელჩი ნამდვილად შეურაცხმყოფელია…………“ – წერს ხათუნა ხოფერია.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებით, აშშ-ის ელჩი, იუსტიციის საბჭოსთან კომუნიკაციის გარეშე, პერიოდულად სტუმრობს სასამართლოებს, რითაც ხდება სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის როლის აშკარა არაღიარება.