26 Views
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე, სოციალურ ქსელში სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, მეუღლეზე წერს.
ნათია ბერიძე თეა მარტყოფლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
“სოსო გოგაშვილის ცოლი დღემდე მუშაობს გაზის ტრანსპორტირებაში, 6 ათასი აქვს ხელფასი, დასაქმებული ჰყოლია ყველა ნათესავი (20 კაცამდე) უდიდეს კაბინეტში ზის და ცხვირზე ბუზს არ ისვამს.
ის მაინტერესებს როდის მიდის სამსახურიდან თავის ნათესავ-დაქალებთან ერთად? მიშას დრო იყოს ახლა გაზის ტრანსპორტირების კაბინეტში კი არა ციმბირის ელექტრიჩკაზე იჯდებოდა.
ჰოდა გეყოთ ეს დემოკრატია და ზედმეტი ლოიალობა, დაატოვებინეთ ამ ქაჯ ქალს სამსახური თავის დამქაშებიანად!” – წერს ჟურნალისტი.