25 Views
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე:
“პირდაპირ გეტყვით, რომ ოცნებაში სოსო გოგაშვილი მე მივიყვანე, რადგან იქამდეც გადაიკვეთა ჩვენი გზები ნაც რეჟიმთან ბრძოლაში და ბევრი საერთო ბრძოლაც გადავიტანეთ ერთად.
მარტო ის რად ღირდა რომ მეუფე იობის რომელსაც პროვოკაციას უწყობდნენ და დაჭერას უპირებდნენ, ავარიდეთ ეს ხიფათი.
ამას პირველად ვამბობ მას მერე.
მერე მე ჩამოვცილდი 2012 წლის გამარჯვების შემდეგ აქტიურობას და სოსომ გააგრძელა უჩემოდ.
ეს “მშიერ- მწყურვალი” კაცი, როგორც ხშირად წერენ, სწორედ ნაცების მიერ იყო დაჩაგრული და ბიზნეს წართმეული, თორემ არც გონება აკლდა, არც გამჭრიახობა და არც შრომისუნარიანობა.
სწორედ თავისი გონებრივი მონაცემებით, ბრძოლით და შემართებით მიაღწია მან ყველაფერს და თუ ვინმე დაეხმარა – ისევ მისი პიროვნული უნარებიდან გამომდინარე და ამ ყველაფრის ხათრით!
ისე რომ დასაყვედრებელი მას არაფერი აქვს- არც “ნაჩუქარი ” ფული და არც მაღალი თანამდებობები რომელიც ეკავა.
რაც შეეხება ახლობლის ღალატს – ეგ სწორედ ოცნების მოგონილია, ჩემს შემთხვევაშიც (იცით ალბათ როგორც მომექცნენ) და სოსოსთან მიმართებაშიც.
ფაქტიურად, ამ ადამიანს და მის ოჯახს რამდენიმე წელი აცხოვრებენ ფიზიკური განადგურების საფრთხის და შიშის ქვეშ. ხოლო ის ადამიანი რომელმაც ამ ოჯახის აფეთქება დაგეგმა – თავისუფლებაზეა და ისევ იმუქრება შურისძიებით.
ოცნებამ სოსოს შეაწმინდა ხელი თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმეში და მიუხედავად იმისა რომ სრულიად უდანაშაულოა სოსო – არაფერი არ გააკეთეს რომ ვახა მაჩალიკაშვილი დარწმუნებულიყო მის უდანაშაულობაში, პირიქით – თავიანთი ქცევით და უმოქმედობით კიდევ უფრო უძლიერებდნენ ვახას ამ ტყუილ რწმენას.
აი ესეთი ამბებია და ამის მერე ეხლა უგორებენ ჭორებს, რომ თითქოს ვიღაცას გადასცა საიდუმლო ინფორმაცია რაც არის სრული ტყუილი და რისი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში.
აი ეს არის რეალობა და თუ რამე კიდევ გაინტერესებთ – შევეცდები გიპასუხოთ.”