„ხომ არ არის აკაკი წერეთელი სტუმრად ნამყოფი ბატონი ლევან ბერძენიშვილის დიდი ბაბუის ოჯახში? სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროს გენეტიკური კვლევა“ – სოსო მანჯავიძე

0
884
23 Views

ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილის ნათქვამს ეხმაურება აკაკი წერეთელთან დაკავშირებით.

„გაუპატიურება – ქალის ნებისა და თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალის გამოყენებით ან მუქარით.

ბატონი ბერძენიშვილის ახალი აღმოჩენით, აკაკი წერეთელი რომელ ოჯახშიც შედიოდა, ყველგან აუპატიურებდა დიასახლისებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პოეტი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა ოჯახებს, მას რამდენიმე ასეული დიასახლისი ყოლია გაუპატიურებული.

მეტი რა დაგვრჩენია, უნდა დავიჯეროთ, რადგან ასეთი მაღალინტელექტუალური და ზნეობრივად უმწიკვლო მკვლევარის აღმოჩენაში ეჭვს ხომ ვერ შევიტანთ?
მითუმეტეს მას თავისივე დონის თაყვანისმცემელთა არმია ჰყავს.

თუმცა, აქ მეც ერთი კითხვა დამებადა – ხომ არ არის აკაკი წერეთელი სტუმრად ნამყოფი ბატონი ლევან ბერძენიშვილის დიდი ბაბუის ოჯახში? სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროს გენეტიკური კვლევა.

მართალია ზოგი იტყვის, სად აკაკი და სად ლევანი, ეს უკანასკნელი რას გავსო, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი.

ტალანტით, ნიჭით, სამშობლოს სიყვარულით ხომ გამოხოხებული აკაკია, პირდაპირ ასლია მისი“, – წერს სოსო მანჯავიძე.

Cesko