“წარმოიდგინეთ, როგორ მოგსპობენ, თუ ეს ტელევიზიები არ იარსებებს” – ვახო სანაია

0
593
28 Views

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელსი წერს, რომ თავისუფალი მდეიის არ არსებობის შემთხვევაში ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ.

“წლებია, სუსი ყველა საძაგლობას კადრულობს ტელევიზიების წინააღმდეგ. ივანიშვილის დავალებით, ძალისხმევას არ იშურებს, გაანადგუროს თავისუფალი მედია. თანამდებობაზე ყოფნის დროს გოგაშვილი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო და ივანიშვილის დავალებებს ისიც ბეჯითად ასრულებდა.
ახლა შეკითხვა – სად ისმის გოგაშვილის ოჯახის ხმა ?
ისმის იმედზე ? არ ისმის და ვერც ვერასოდეს გაიგონებთ. მისმა ცოლმა პრესკონფერენციაზე პოსტივის მიკროფონი მოისროლა და იმედის მიკროფონს ეძებდა, რომ ნაგავში გადაეგდო.
ქართული ოცნების მხარდამჭერებო, იფიქრეთ ამაზე. ივანიშვილს გოგაშვილზე ბინძური მსახური ერთი-ორი თუ ჰყოლია, მაგრამ ახლა მის ოჯახს ხმის მიწვდენა დასჭირდა ხალხისთვის და წარსულში მისი ქმრისგან დევნილ მედიას მიაშურა სიტყვის სათქმელად.
რომ არა კრიტიკული ტელევიზიები, გოგაშვილის ოჯახის ხმას ვერავინ გაიგონებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმამაღლა ყვირის.
ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ როგორ მოგსპობენ, თუ ეს ტელევიზიები არ იარსებებს. გოგაშვილი მონაგონი იქნება. მეზობლებიც კი ვერ შეიტყობენ, რა გაგიკეთეს.
იფიქრეთ ამაზე. თუ არ მოგწონთ რომელიმე არხი, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხელი შეუწყოთ მის განადგურებაში.
20 წელია, ამ პროფესიაში ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა – უფრო დიდი ხანია. იმდენი ჩინიანი და უჩინო, რომელიც ჩვენს მოსპობას ცდილობდა და ხელს უწყობდა ხმამაღლა ან დუმილით, გვინახავს ტელევიზიის კართან ატუზული, სიტყვა მათქმევინეთ, ვიღუპებიო, ვერც დავითვლით მათ რაოდენობას”,-წერს სანაია.

Cesko