ვის გაუმართლებს და ვინ უნდა იყოს ფრთხილად – მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

0
1210
25 Views

მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირა ენერგეტიკულად რთულია. ასტროლოგი ყველა ნიშანს სთხოვს, ამ კვირაში მოთმინებისა და სიმშვიდის გამოჩენას, ასევე აცნობს იმ პერსპექტივებს, რომლებსაც მათ კოსმოსი სთავაზობს.

ვერძი – თქვენი ენერგოტონუსი გაუმჯობესდება, აქამდე დაბალი იყო, ახლა კი მოიმატებს. გამოცოცხლებას იგრძნობთ, თუმცა რადგან კვირა რთულია, მაინც გირჩევთ არ იაქტიუროთ. ამ კვირაში თქვენი ენერგია ძირითადად წავა სხვების დახმარებისკენ, რადგან მათ დასჭირდებათ თქვენი დახმარება და მოგიწევთ ანგარიშის გაწევა. შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები გამოგიჩნდეთ.

კურო – თქვენი ენერგოტონუსი უდავოდ მაღალია, შეგიძლიათ გამოავლინოთ მოთმინება, შეუპოვრობა, ენერგიულობა, თუმცა პარტნიორების მხრიდან უპასუხისმგებლობები მოიმატებს. შესაძლოა, რამე დაგპირდნენ და აღარ გააკეთონ. ზედმეტად ხისტი ხართ გამოთქმებისას და თავი შეიკავეთ, სხვა მხრივ პერიოდი კარგია.

ტყუპები – მთავარი პრობლემები ფინანსებია, ძალიან არასწორად ხარჯავთ ფულს, თავი შეიკავეთ კაპიტალ დაბანდებისგან. მერე თქვენ თავს ეტყვით – რატომ დავხარჯე ამდენი ფული, რაში მჭირდებოდა? ამიტომ გაფრთხილებთ, გაუფრთხილდით ფინანსებს. თუმცა ენერგოტონუსი მოიმატებს და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

კირჩხიბი – თქვენი ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა პარტნიორულ ურთიერთობებს გაუფრთხილდით, მაგ საკითხში დაძაბულობა მატულობს. შესაძლოა ფინანსები მიიღოთ, მაგრამ როგორც მოვა ფული, ისე წავა, ამიტომ გამოიჩინეთ გონიერება.

ლომი – ლომის ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა კვირის ბოლოდან იგრძნობთ განწყობის გაუმჯობესებას. ახალი საქმეები არ დაიწყოთ, მნიშვნელოვანი ამბები 25 რიცხვიდან დაიწყეთ.

ქალწული – მთავარი პრობლემა მოთმინებაა, თქვენ ახლა ეჭვიანი და გაღიზიანებული ხდებით. წვრილმანებზე ჩაძიებით შესაძლოა, დაძაბულობა შეგექმნათ ახლობელ ადამიანებთან.  აქვე გაგაფრთხილებთ, რომ შემდეგი კვირიდან ერთ-ერთი რთული პერიოდი გეწყებათ, ამიტომ მეტი დაისვენეთ.

სასწორი – თქვენი მთავარი პრობლემა ფინანსებია, მოსალოდნელია უყაირათო ხარჯვა, მხოლოდ თქვენი კი არა სხვისი ფულიც შეიძლება დახარჯოთ, რაც შემდეგ გამოიწვევს კონფლიქტებსა და დაძაბულობას. ამიტომ იყავით ყურადღებით, რადგან ფინანსები თქვენი მთავარი წყალქვეშა დინებაა, სხვა მხრივ ენერგოტონუსი მოიმატებს და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

მორიელი – შედარებით კარგი პერიოდი გაქვთ, ქარიზმატული, ენერგიული, აქტიური და ინიციატივიანი ხართ. თუმცა პარტნიორული ურთიერთობის მხრივ ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ. თუ პარტნიორულ ურთიერთობაში დაალაგებთ ვითარებას და არ იქნებით ხისტი, კვირა იდეალურად ჩაივლის.

მშვილდოსანი – ბოლო კვირა გაქვთ, რომელსაც ყურადღება სჭირდება. მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს, არაფერი ახალი არ დაიწყოთ ამ კვირაში, შემდეგი კვირიდან უკვე შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ.

თხის რქა – სიხისტე, სიჯიუტე და დაძაბულობა – ეს თვისებები გაღვივდება თქვენში და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგექმნათ როგორც სამსახურში, ისე პარტნიორულ ურთიერთობაში.

მერწყული – ამ კვირაში თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, თუმცა ჯერ მაინც რთული პერიოდი გაქვთ, მოერიდეთ ყველანაირ ფინანსურ ხარჯს, რადგან ამ მხრივ არც ისე იღბლიანი ხართ.

თევზები – თქვენი ენერგოტონუსი, ჯერჯერობით, მაღალია, თუმცა შესაძლოა, გააღიზიანოთ ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომლებიც თქვენ დაგაზიანებენ. ეცადეთ შვილებთან და პარტნიორებთან დიპლომატია შეინარჩუნოთ, რადგან მოსალოდნელია ურთიერთობის გაწყვეტა.

Cesko