სექსუალური სკანდალი წალენჯიხაში – მამაკაცმა ძროხა გააუპატიურა, ძროხის პატრონი სასამართლოში ჩივილით იმუქრება ეს ამბავი ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით კი არა, აქვე, როგორც იტყვიან, ხელის ერთ გაწვდენაზე მოხდა.
ამბავი იმდენად პიკანტურ-პორნოგრაფიულია, რომ გამომზეურება შესაძლოა, არც ღირდეს, მაგრამ ხომ იცით, შუბი ხალთაში არ დაიმალება, თანაც საქმე შესაძლოა, სასამართლომდე მივიდეს.
ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, თურმე, ნუ იტყვით და, სექსუალური კავშირი – არც მეტი, არც ნაკლები – ძროხასთან დაამაყარა, ანუ უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, საქონელზე იძალადა და გააუპატიურა.
მამაკაცს, რომელიც საქონელთან სექსით „ტკბებოდა“, ალბათ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის ზოოფილიურ მიდრეკილებებს მთელი დუნია გაგებდა, ანუ ძროხის პატრონი, როგორც ამბობენ, თავზე წასდგომია და თავში ხელები წაუშენია, ეს რა უბდური დღე გამითენდა, ჩემი „ფაქიზო“ გააუპატიურესო.
ხუმრობა იქით იყოს და, ახლა საქმე შემდეგშია: ძროხის პატრონი მოძალადე მამაკაცს 3 ათას ლარს სთხოვს და ულტიმატუმს უყენებს, თუ არ მომცემ ამ ფულს, სასამართლოში გიჩივლებო.
ვერ გეტყვით, ძროხაზე სექსუალურად მოძალადე მამაკაცი ამ თანხას გადიხდის თუ არა, მაგრამ პირუტყვზე ძალადობა, თურმე, ნუ იტყვით და, კანონით ისჯება!
წყარო: “თაიმერი”