მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის.
„საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნულია ტვიტში.
Welcome ?? -??dialogue in Tbilisi. ??remains committed to play its positive role/further host meetings in a dialogue format that contribute to peace &stability in our region. Peace is absolutely essential to the prosperity of our nations. @bayramov_jeyhun, @AraratMirzoyan.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) July 16, 2022