„დაგვხოცე, გვაწამე და ყველა შენი ვართ! მერე ნახე ინგა გრიგოლიამაც როგორ შეგაქოს!“ – ნინო ახობაძის მიმართვა პრემიერს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0
833
23 Views

ყოფილი სამხედრო ექიმი, ნინო ახობაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სოციალურ ქსელში რჩევით მიმართავს:

“ერთი გაგიჟება უნდა გავგიჟდე ეხლა კიდე, არადა, რა კარგ რჩევას ვაძლევ, მაგრამ ვინ გისმენს…

ჩვენს პრემიერს მინდა მივმართო ამ დიდი ტრიბუნიდან

– ბატონო ირაკლი, ღარიბაშვილო!

დავაკვირდი რა მიმდინარე მოვლენებს

ავწონე

დავწონე

გავაანალიზე

მივხვდი შემდეგს:

-ბატონო პრემიერო, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი, ისინი ვინც მიშას უარყოფდნენ, უკვე ვეღარ მალავენ აღფრთოვანებას და სიყვარულს ჩვენი მესამე, ამჟამად დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის მიმართ

-ქარიზმატულიაო, ასე ამბობენ;

-ვაიმე ცოდოაო, გული ეთუთქებათ

-მაგან აგვაშენაო, უფასებენ;

ნამდვილი ევროპელიაო, შეჰნატრიან;

-მისი მმართველობის პირობებში მშვიდად გვეძინაო, იფიცებიან…

და ასე შემდეგ.

მოკლედ, მისტირიან და ლამაზ ლოყებს იხოკავენ

ჰოდა ბ-ნო პრემიერო

დავიწყოთ ქარიზმით!

ეს ხალხი რომ შენს მხარეს გადმოიყვანო, უნდა გაქარიზმატულდე!

აი ეხლავე გასწავლი, გავკადნიერდები

-ჩაიცვი აჩაჩული ტანსაცმელი, სასურველია მოტკუცული შარვალიც!

-მიდი სადმე კონცერტზე და ავარდი სცენაზე! ხელში აიტაცე ქათამაძე (უფრო ქარიზმატული და ძლიერი გამოჩნდები, ხომ გახსოვს-იმან მსუბუქწონიანი აიტაცა!)

ჰო, ძნელია, მაგრამ რამდენ ხმას წამოიღებ!

-ზღვაზე რომ ჩახვალ, დაიბარე შენი ჟურნალისტები და გადაგიღონ-როგორ დგაფუნობ ტალღებზე; თუ ამ დროს ვინმე ზორბა ქალბატონი შემოვარდება და ამ ქალს ტალღა წაგართმევს, უშველე! (ეს კინოც ხომ ნანახი გვაქვს!)

შეეცადე ეს ქალი უფრო მსუქანი იყოს. თუ გინდა მე შემოვვარდები გაშლილ ზღვაში, ჯანდაბას ჩემი თავი, როცა სასწორზე სამშობლოა!

ახლა რაც შეეხება ევროპელობას

ჩადი მილანში, შეეცადე ეს მაშინ ქნა-აქ რომ მიწისძვრა ან წყალდიდობა მოხდება (არ ჩამორჩე მას!)

და შედი ძვირადღირებულ ბრენდულ მაღაზიაში და იყიდე იმაზე უფრო ძვირიანი საათი და მიაყოლე კიდე რაღაცა ფინტიკლიუშკები, რა გენაღვლება-ბიუჯეტი იხდის!)

აღმშენებლობაზე გამახსენდა:

-ვინმე თურქი რომ სასტუმროს გახსნის, ჩაქანდი! შენ გადაჭერი ლენტი და გვახარე გაღიმებულმა რომ “კიდევ ერთი სასტუმრო გახსენი”! (გამოიყენე მიხეილის მდიდარი გამოცდილება, აგე რამდენ ხალხს უყვარს!)

-დააძრე კბილები მოხუცებს! და დატოვე გაღიმებულები;

-ახალგაზრდებს მიუთითე ბუჩქებისკენ!

-დააგე გზები, გაარემონტე ბათუმის დარჩენილი უბნები და პახოდუ

დაიჭირე ყველა!

ციხის დირექტორად დანიშნე ხათუნა კალმახელიძეზე უფრო ნაშური ვინმე კუკლა!

აუნთე მწვანე-აწამონ ხალხი ციხეში!

გადაიღე, დააშანტაჟე!

ჩვენ ჩუმად ვიქნებით კაცო, ხმის გამღები არა ვართ!

ზუსტად ისე მოვიქცევით, როგორც ის ცხრა წელი ვიქცეოდით-პირში წყალს ჩავიგუბებთ იმის შიშით რომ მოვლენ და დაგვიჭერენ, ჩაგვიდებენ…

არანაირი სურვილი არ გვაქვს-ჩვენც გვამებზე მიგვაბან მერე ციხეში, ხმაჩაწყვეტილები ვისხდებით!

სამაგიეროდ “შიში შეიქმს სიყვარულსა” დაგვემართება და…

მოკლედ გვაწამე!

დაგვარბიე

კამერების წინ დაგვაპატიმრე!

ტელევიზიაში შემოვარდი და დაგვხურე!

არჩევნები გააყალბე!

გვაკონტროლე!

ბიზნესები წაგვართვი!

პოლიციას მიეცი ყველაფრის უფლება!

ბოლო-ბოლო, მეორე ფრონტი მაინც გახსენი!

უფრო გვეყვარები

-ქუჩაში თუ გამოვალთ, გვცემე, გვათრიე და მერე “კრიშაზე” შემოგვდე (ღირსები ვიქნებით!)

-რაც დარჩა, ის სტრატეგიული ობიექტებიც რუსებს მიეცი-ტაშს დაგიკრავთ!

-ერთი-ორი ბავშვიც გააგორე ნა სტარანე, დემოგრაფიაზე ზრუნვაში ჩაგითვლით, რა პრობლემაა აბა!

-მასაჟისტები გამოიწერე გაღმიდან, ჩვენ ვიხდით! მაგაზე არ იდარდო;

-შიგადაშიგ პუტინი აქე და ადიდე, როგორც ამას მიშა აკეთებდა;

-ჩვენს საამაყო ხელოვანებს, მწერლებს, სპორტსმენებს, ტელევიზიის თანამშრომლებს-ვინც წინა საუკუნეში მოღვაწეობდა-ჩარეცხილები ეძახე!

-მერე პუტინს აგინე! როგორც ამას ტოჟე მიშა აკეთებდა;

იმან ფოტოგრაფები დაიჭირა, შენ ადექი და ვინც აქ ბევრ სელფს დებს, იმათ მიადექი!

შეიტანე კრეატივი შენს საქმიანობაში!

ტორტების ბელა იმან დაიჭირა, შენც ადექი და ტორტების ლიკასთან შეაგზავნე სპეცნაზი, ბჯოს!

იმან შერონ სთოუნი ჩამოიყვანა, შენ მერილ სტრიპი დაპატიჟე, და მერე ნაყოფიასთან ერთად სახინკლეში წაიყვანე! ვაიმე გაგიჟდებაა!

ყველაფერს მე ხომ არ გასწავლი!

და ბოლოს

მე პირადად დიდი არაფერი მინდა, გოგოლა კალანდაძესავით გამაფორმე მეეზოვედ მერიაში და სიცოცხლის ბოლომდე შენს მზეს დავიფიცებ!

არ ინერვიულო ბ-ნო პრემიერო

თუ ამ ყველაფერს, რაც გასწავლე-ზედმიწევნით შეასრულებ

ჯვარი გწერია, მაგრამ უმადური ხალხის მეტი რა არის

ჰოდა, გაქცევა თუ მოგიწევს, ჩვენი მოძმე ზელენსკი ახლა შენ დაგხვდება ხელგაშლილი და ჩაგიხუტებს, დაჟე თანამდებობაზეც დაგნიშნავს, ეგ კინოც ხომ ნანახი გვაქვს!

პატივისცემით ერთი უბრალო მოქალაქე, რომელიც ბოლო-ბოლო მიხვდა-რატომ ენატრებათ მიშა.

ჰოდა მოგვიცია დროშა ხელში!

დაგვხოცე, გვაწამე და ყველა შენი ვართ!

მერე ნახე, ინგა გრიგოლიამაც როგორ შეგაქოს!

ვიიიშ! “, – წერს ახობაძე.

Cesko