41 Views
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ კარგი ამბავი შეემთხვა.
მისი თქმით, ადამიანი, რომელიც ფოტოზეა, რამდენიმე კვირის წინ, ონკოლოგიური პრობლემის გამო იყო ღონემიხდილი და დღეს ეს კაცი თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში.
„ვაიმე, დღეს ისეთი კარგი ამბავი შემემთხვა ადამიანი, რომელსაც სურათზე ხედავთ, რამდენიმე კვირის წინ, ონკოლოგიური პრობლემის გამო, იყო ღონემიხდილი, უმადო, საწოლიდანაც ვერ დგებოდა… მრავალჯერადი მკურნალობისა, არ ჰქონდა შედეგი… წინა კვირით მეუღლე მოვიდა, დავნიშნეთ მკურნალობა და დღეს ეს კაცი თავისი ფეხით შემოვიდა კლინიკაში: ხალისიანი, ენერგიული და არაჩვეულებრივი მადით როგორ არ უნდა გაგიხარდეს“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.