“წელიწად ნახევრის მანზილზს ჩემი რძალი არ ფეხმძიმდებოდა, დიდად თავსაც არ იწუხებდა და არც დარდობდა ამ საკითხზე. ჩემს შვილს კი ძალიან უნდოდა შვილი. ჩვენი ცხოვრება ჩვეული დინებით მიდიოდა, სანამ ერთ დღესაც ჩემი ვაჟი სახლში მთვრალი არ დაბრუნდა და ყველაფერი არ დალეწა.
მიზეზს ვერავინ მივხვდით და რომ გამოფხიზლდა არც მაშინ თქვა. ხასიათი შეეცვალა, მის სახეზე პატარა ღიმილსაც ვერ ვხედავდით, აღარც ჭამდა და აღარც ეძინა. მიზეზს ვერავინ ვხვდებოდით. როცა რძალს ვეკითხებოდი, ცოლი ხარ და კითხე იქნებ შენ გითხრას თქო, ისიც უარობდა მეც მაინტერესებს მაგრამ ცოცხალი თავით არ ამბობსო.
ერთ საღამოს, როცა ვვახშმობდით, ჩემი რძალი წამოდგა და თქვა – “ფეხმძიმედ ვარო”. ამ ნათქვამმა ძალიან გამახარა, რადგან ვეჭვობდი ჩემი შვილის ხასიათის ცვლილება ეს ხომ არ იყო თქო. ახლა კი როგოფც იქნა და დაფეხმძიმდა იქნებ ცხოვრების ხალისიც მიეცეს თქო.
როცა მის სახეზე აღფრთოვანებას და სიხარულს ველოდი, უეცარი მრისხანება და ბრაზი დავინახე. უცებ ფეხზე წამოხტა და მთელი ძალით, დაუნდობლად ჩაარტყა ფეხი მეუღლეს. აღარაფერი მახსოვს მეტი. რომ გამოვფხიზლდი უკვე სახლში პოლიცია იყო, ჩემი ვაჟი კი კარში გაყავდათ ბორკილებ დადებული.
ჩემი მაზლი უშვილო იყო. ჩემს ბიჭს ეს ფაქტი არ ასვენებდა და ჩუმად გაიკეთა ანალიზი და უშვილობა დაუდგინეს. სასწაულიც ვერ გიშველის და შვილი ვერ გეყოლებაო ექიმს უთქვამს.
ჩემმა რძალმა კი მიახალა ორსულად ვარო და მაშინ მიხვდა ჩემი შვილი ყველაფერს, რომ ცოლი ღალატობდა და სხვისი ბავშვის გასაღებას ცდილობდა ჩვენი ოჯახის მემკვიდრედ”
წყარო: https://elnews.ge/