ამერიკელების ამომრჩეველთა 9% აშშ-ს პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინს აირჩევდა!

0
471
20 Views

აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 38%-მდე დაეცა, პოლიტიკოსებს შორის კი დონალდ ტრამპი ლიდერობს –  ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში Harris Poll-ისა და HarrisX-ის მიერ ჩატარებული კვლევაშია აღნიშნული. 

შედეგები გადანაწილდა ასაკის, სქესის, რეგიონის, რასის/ეთნიკური წარმომავლობის, ოჯახური მდგომარეობის, ოჯახური საკუთრების მოცულობის, შემოსავლის, დასაქმების, განათლების, პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური იდეოლოგიის (საჭიროებისას) შესაბამისად.

გამოკითხვას ზედამხედველობდნენ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები: მარკ პენი (The Harris Poll-ის თავმჯდომარე), დრიტან ნეშო (HarrisX-ის აღმასრულებელი დირექტორი), სტივენ ანსოლაბეჰერი (ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და CAPS-ის დირექტორი ემერიტუსი).

გამოკითხულთა მიერ, სამი ყველაზე დადებითად შეფასებული პოლიტიკური ფიგურა – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (42%), ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (40%) და მემარცხენე პოლიტიკოსი ბერნი სანდერსი (39%) – რეიტინგში პირველ ადგილზე რჩებიან.

დადებითად ან ნეგატიურად შეფასებული პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • დონალდ ტრამპი – დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 42%-მა, უარყოფითად – 50%-მა; 
  • ბერნი სანდერსი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 40%-მა, უარყოფითად – 42%-მა; 
  • მაიკ პენსი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 39%-მა, უარყოფითად – 40%-მა;
  • ჯო ბაიდენი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 38%-მა, უარყოფითად – 54%-მა;
  • კამალა ჰარისი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 37%-მა, უარყოფითად – 50%-მა;
  • ტედ კრუზი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 35%-მა, უარყოფითად – 41%-მა;
  • ჰილარი კლინტონი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 34%-მა, უარყოფითად – 53%-მა;
  • რონ დესანტისი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 34%-მა, უარყოფითად – 28%-მა;
  • ნენსი პელოსი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 29%-მა, უარყოფითად – 56%-მა;
  • ალექსანდრია ოკასიო კორტესი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 27%-მა, უარყოფითად – 40%-მა;
  • მაიკ პომპეო დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 27%-მა, უარყოფითად – 29%-მა;
  • ჩაკ შუმერი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 26%-მა, უარყოფითად – 39%-მა;
  • მიჩ მაკკონელი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 25%-მა, უარყოფითად – 47%-მა;
  • ჯო მანჩინი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 25%-მა, უარყოფითად – 28%-მა;
  • ტიმ სკოტი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 23%-მა, უარყოფითად – 20%-მა;
  • ენტონი ბლინკენი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 18%-მა, უარყოფითად – 24%-მა;
  • კირსტენ სინემა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 16%-მა, უარყოფითად – 24%-მა;
  • ვლადიმერ პუტინი დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 9%-მა, უარყოფითად – 75%-მა; 

ამერიკელთა 44% – თვის მთავარი პრობლემა ინფლაცია რჩება.

შეკითხვაზე – არის თუ არა ჯო ბაიდენი ფსიქიკურად შესაფერისი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ან შეგაქვთ თუ არა ეჭვი მისი საქმიანობის ეფექტურობაში? გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ ის ფსიქიკურად შესაფერისია, ხოლო 60%-ს ეჭვი შეაქვს მისი საქმიანობის ეფექტურობაში.

როგორ ფიქრობთ, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობისთვის ძალიან ხანდაზმულია ან ფიქრობთ, თუ არა, რომ ის ეფექტური პრეზიდენტია?

გამოკითხულთა 64% თვლის, რომ ის ძალიან ხანდაზმულია პრეზიდენტობისთვის; ხოლო 36%-ის აზრით, ის ეფექტური პრეზიდენტია.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა იყაროს თუ არა კენჭი მეორე ვადით? – გამოკითხულთა 71% თვლის, რომ არ უნდა იყაროს; 29%-ის აზრით, უნდა იყაროს.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, ადამიანები, რომლებიც 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, შეიარაღებული აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ თუ ისინი ჩართულნი იყვნენ პროტესტში, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა? – გამოკითხულთა 44% თვლის, რომ ისინი შეიარაღებული აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ, 56%-ის აზრით, ისინი ჩართულნი იყვნენ პროტესტში, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება გამარჯვებული რუსეთ-უკრაინის ომში? – გამოკითხულთა 30% მიიჩნევს რუსეთს, 20% – უკრაინას, 50% – არცერთს.

Cesko