28 Views
6 ივლისს ქართველი ჟურნალისტი, „კურიერის” წამყვანი ნათია ლაზაშვილი 50 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის იყო მეუღლის, გიორგი ფრუიძის თბილი სიტყვები:
„გილოცავ, ჩემო გულო. ბედნიერი და ჯანმრთელი მეყოლე, უთვალავ წელიწადს…”
თავად ნათიამ დაბადების დღის მილოცვისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:
„ასე მოულოდნელად გავხდი 50 წლის. ყველას ძალიან დიდი მადლობა! მიყვარხართ. ჯერ ეიფორიაში ვარ და მოგვიანებით სათითაოდ ჩამოგივლით…” – წერს ნათია ლაზაშვილი.