„შვილის მკვლელს დანაშაული აპატიეთ?“ – რა უპასუხა ტარიელ ხარხელაურმა მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის შესახებ დასმულ კითხვას

0
509
21 Views

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ტელეეთერში ისაუბრა როგორ შეძლო შვილის მკვლელისთვის დანაშაულის მიტევება:

“არ იყო იოლი, ეს მოხდა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. პატრიარქმა გამოთქვა სურვილი ორმოცის წინა დღეს შევხვედროდი, მან მთხოვა მომეყოლა ჩემი შვილის შესახებ, როგორი იყო. როცა ვისაუბრე პატრიარქთან, მითხრა, რასაც შენ მესაუბრები, შენი შვილი ასეთი იყო, საოცარი სიტყვა მითხრა, ახლა თქვენ გაცვალეთ მამა-შვილობა. ის არის მამა, შენ ხარ შვილი. ის წავიდა შენს მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია, რაც ამ წუთისოფელში გავალია. არ გქონდა უფლება ეს არ გაგეკეთებინა, სხვა თვალით შეხედე ამ საკითხს.

მე დედამიწის ზურგზე, მით უმეტეს ჩემს ქვეყანაში კაცის სიძულვილი არ შემიძლია, მიუხედავად ჩემი შვილის მკვლელობისა, არც მისი სიძულვილი შემიძლია. არასოდეს შევხვედრივარ, ალბათ არც შემხვდება. 10 წელი ჰქონდა სასჯელი, მოიხადა. ჩვენ ხევსურებს ასეთი წესი გვაქვს თუ მკვლელი ციხეს იხდის, შენ შურისძიების უფლება არ გაქვს. ჩემთვის სისხლის დანახვა არის საშინელი, ცხვარში ვიარე 12 წელი და ცხვარი არ დამიკლავს, არც ქათამი არ დამიკლავს. ერთადერთი ჩიტი, ტოროლა შემომაკვდა, დილით მივდიოდი მინდორში და ცვარს ვბერტყავდი, ისე გავიქნიე, დღესაც ის მაქვს სანანებლად, მე იმ ფრინველის ვალი მაქვს, იმის ცოდვა მაწევს”, – თქვა ტარიელ ხარხელაურმა გადაცემაში “სიცრუის დეტექტორში”.

Cesko