“სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა” – ლაშა ბუღაძე “სირცხვილიას” აქციას აფასებს

0
616
24 Views

,,მემგონი, ახლა ეს სურათია – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით, და სხვა გამოვიდა. ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ, ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი – ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში,’’ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ეთერში აქციის შეჯამების დროს.

როგორც ბუღაძემ აღნიშნა, რთული პროცესია და შეიძლება ტაქტიკურად, რაც დღეს არ გამოვიდა, ხვალ გამოვიდეს.

,დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ფლუსტრაცუაში, ნამდვილად არა ვარ. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. ტაქტიკურად რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების,’’ – განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

Cesko