ვიდეო: საზარელი კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

0
2334
907 Views

ბაგებში, მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავაა. მას “ტილიკას” მეტსახელით იცნობდნენ. ბიზნესმენი 53 წლის იყო.

ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო.

გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია “მულტიპლექსს”, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაგებში ურთიერთშელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგს უკავშირდება.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

ვიდეოს შემთხვევის ადგილიდან “მთავარი არხი” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

Cesko