სალომე სამადაშვილი ღარიბაშვილსა და კობახიძეს უჩივის

0
665
205 Views

“ლელოს” წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს უჩივის.

“ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.
დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.
არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან.” წერს სამადაშვილი

პრემიერმა ღარიბაშვილმა სალომე სამადაშვილი “ქვეყნის მოღალატედ” საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოაცხადა – ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს – თქვა ღარიბაშვილმა.

Cesko