“ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან, რითაც მათი ქმედებები ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს” – სერგეი ლავროვი

0
529
59 Views

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდებიან, რითაც მათი ქმედებები ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერმა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომრად, თავისი დროშის ქვეშ შეკრიბა ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი, თუ არა უმეტესი ნაწილი. ახლაც ასეა. ევროკავშირი ნატოსთან ერთად ასეთსავე თანამედროვე კოალიციას კრავს რუსეთთან ომისთვის“, — განაცხადა ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

როგორც რუსმა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი „რეალურად დააკვირდება ევროკავშირის ქცევას“ და „თვალყურს მიადევნებს რეალურ ნაბიჯებს“, რომლებსაც ბრიუსელი, ასევე მოლდოვა და უკრაინა გადადგამენ მათთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
ლავროვი არ ელის, რომ „ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი როგორმე თავისით გაიწოვება“ პროგნოზირებად თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.

Cesko