ახლახან გარდაცვლილი ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც მოსკოვშია გადაღებული – იქ მომღერალმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა. მომღერლის ცხედარი ეკლესიაში იყო დასვენებული, დღეს კი მას საქართველოში ჩამოასვენებენ.
მელიტა ფურცელაძე წერს:
„აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოო, დედიიიიიიი, ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოო, დედიიიიიიი, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო, დედიიიიიი, განსაკუთრებული პატივი მოგაგეს შვილო, მგონი, იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი, ეს ვინ ყოფილხარ, შვილოოოოოოოო…
ახლა ჩვენ გელოდებით აქ ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქართული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ, შვილოოოოოოოოო“.