723 Views
ადიგენის რაიონში, სოფელ სამყურში, ჩხაბერიძეების ოჯახში მესამე დღეა, უცნაური ამბები ხდება. სახლის სხვადასხვა ნაწილში ცეცხლი თავისით ჩნდება, მაგრამ საიდან, არავინ იცის.
უცნაური არა მხოლოდ ეს არის, სახლში ნივთები გადაადგილდება, ხატებს მირონი სდით.
ამ ამოუხსნელ მოვლენაზე ჟურნალისტი ლევან ქემოკლიძე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.
,,ამბავი არის ასეთი. ბებიაჩემის სოფელში, მეზობლის სახლში უცნაური ამბები ხდება. ოჯახში ცეცხლი ჩნდება, რომელიც არის სურნელოვანი. მოძრაობენ ნივთები, მირონი სდით ხატებს… დანარჩენი დეტალი არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ მოსახლეობა ცოტა შოკშია”, – წერს ჟურნალისტი.
,,ჯერ სანთლის და საკმეველის სურნელი დგება, მერე კი ცეცხლი ჩნდება” – ისმის ლევან ქემოკლიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.