[ვიდეო] “იმედის” წამყვანის სკანდალური განცხადება პირდაპირ ეთერში ,მთავრობაზე რომელმაც მთელი საქართველო აღაფრთოვანა

0
2025
1,519 Views

ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუს“ ეთერში, წამყვანი კახა კინწურაშვილი გუშინ, 17 ივნისს, ევროკომისიის მიერ მიღებულ დასკვნას გამოეხმაურა. მან უკრაინელ და მოლდაველ ხალხს ისტორიული გამარჯვება მიულოცა და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

“ის, რომ ევროკავშირის კარი გაიღო ეს რეალურად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც რეალურად მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც ასოცირებულია 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა საბჭოთა მენტალიტეტის მოშორება, ადამიანების გვერდზე დგომა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება..

ხოლო ის, რაც წერია, დანარჩენი პირობები და ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.. ასე რომ, არაუშავს, ყველაფერი წინ არის, ფარდა ახდილია და უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გვაქვს”, – თქვა კახა კინწურაშვილმა.

Cesko