მაკრონმა მიგვანიშნა, რომ ჩვენი მეზობლები მოლდოვისგან განსხვავებით ევროპის ქვეყნები კი არა, აზერბაიჯანი, სირია, ერაყი და ირანია. ასეთია საქართველოს გეოპოლიტიკა, – ასე ეხმიანება გერმანიაში მოღვაწე, ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან.
მისივე თქმით, საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში თურქეთის გვერდის ავლით.
„გაიხსენეთ ჩემი სტატუსები ამ თემაზე. საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში თურქეთის გვერდის ავლით. მაკრონმა მიგვანიშნა, რომ ჩვენი მეზობლები მოლდოვისგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნები კი არა, აზერბაიჯანი, სირია, ერაყი და ირანია. ასეთია საქართველოს გეოპოლიტიკა. 30 წელიწადი გატყუებდნენ იმიტომ, რომ გიყენებდნენ. როგორც კი ომზე უარი თქვი გითხრეს სიმართლე“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.
https://imedinews.ge/