ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“აუფ, ნიკამდრო მელია გამოესარჩლა Елена Хоштария-ს, პირად ინფორმაციას ავრცელებენო…
ივანიშვილის საბანკო ანგარიშეები პირადი არ არის?… სანქციებს რომ ითხოვთ და ფაქტების გარეშე რუსული ფულიაო რომ ყროყინებთ?!…
ბიძინას ფულებს უთვლით შვეიცარიის ბანკში და Елена Хоштария-ს რუსული რუბლების საქართველოში ჩარიცხვას აპრავებთ?!…
თქვენ, რუსეთის აგენტებო!
თქვენ, რუსეთუმეებო!
თქვენ, საქართველოს გამყიდველებო!
ფუ თქვენი რააა…”, – წერს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ “იმედის” ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას მამას რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება.
მოგვიანებით პოლიტიკოსმა ფეისბიქზე განმარტა: “მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია”.