„ქალბატონო კელი!სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს პოზიცია ამ საკითხებზე“ – ხათუნა ხოფერიას კითხვები კელი დეგნანს

0
574
48 Views

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია აშშ-ს ელჩის განცხადებას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს:

„ქალბატონო კელი!
სიცრუესა და სიმართლეს ქართველი ხალხის ერთიანი გონი თავად გაარკვევს! თქვენ, სჯობს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დააფიქსიროთ საელჩოს, ანუ ამერიკის ოფიციალური პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
მაგალითად:
1 უნდა განთავისუფლდნენ თუ არა სააკაშვილი და გვარამია?
2. უნდა დაუწესდეს თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?
3. იმსახურებს თუ არა საქართველო ევრიკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კანდიდატის სტატუს?
სულ ესაა….
ამ პასუხების შემდგომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს აშშ-ს სტატუსს საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში.“

სოციალური ქსელი

Cesko