38 Views
პროფესორი, ნატა ასათიანი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მოთხოვნები (თუმცა ჩემი პოზიცია ამ უსამართლობაზე ერთ-ერთმა პირველმა ადრე საჯაროდ უკვე დავაფიქსირე), ამ ფორმით ასაკოვანი ადამიანების, ჩვენი პროფესორების ფიზიკური შეურაცხყოფა და ამგვარად “მიზნის” მიღწევა ამორალური და დაუშვებელია.
დღეს სტუდენტებმა რეალობის განცდა დაკარგეს და გადავიდნენ მორალურ ზღვარს.
ბევრი სტუდენტური პროტესტი მახსოვს და მაშინ სოლიდარული ვიყავი მათი. სამართლიანი და მართლაც შესრულებადი მოთხოვნები კი პოლიციისა და ხელკეტების ძალით იხშობოდა. დღეს სხვა ვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის შეხება თავიდან ავიცილოთ. იმედი მაქვს ყველა დაფიქრდება თავის საქციელზე და მალე გამოიტანს დასკვნებს.
ჩემი დიდი პატივისცემა პროფესორ რამაზ ხომერიკს, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს და დაცვის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც საავადმყოფოში გადავიყვანეთ!”