მწერალი ნუგზარ სულაშვილი:
,,აბა ომი გინდათ?!
ამ ქოცურმა სლოგანმა ერთი ისტორია გამახსენა:
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, საქართველო ოსმალეთის ჯარების შემოსევის საფრთხის წინაშე დადგა. რაკიღა იმხანად ქართველებმა რუსეთის მოკავშირეობა არჩიეს, კავკასიის ფრონტის სარდლის მოადგილე, გენერალი მიშლიაევსკი თბილისში ჩამოდის და აქაურ პოლიტიკურ ელიტას წარმოუდგენელ გეგმას სთავაზობს – „გადამწვარ მიწას“. რაში მდგომარეობდა „გადამწვარი მიწის სტრატეგიად“ წოდებული გეგმა? – ოსმალები მაინც შემოიჭრებიან და აგვაოხრებენ, ამიტომ სარგებელი რომ არავის შეხვდეს, თავად ავაფეთქოთ თბილისი და საქართველოს სხვა ყველა დიდი ქალაქი, გადავწვათ ტყეები, ბაღები და ვენახები, ქართველები რუსეთში გადავასახლოთ, ხოლო შემოსეულ თურქებს არაფერი დავუტოვოთ ნაცრისა და ნანგრევების გარდა.
გეგმა თავისთავად შემზარავია, მაგრამ უფრო შემზარავი სანახავი იქნებოდა ის კამათი და ორჭოფობა, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მოაწყო ამ საკითხზე. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა მოულოდნელად კრებაზე შემოჭრილი შალვა ქარუმიძე, რომელმაც იცრუა, ყველა გასასვლელ კართან ყუმბარიანი ჯარისკაცები მყავს ჩაყენებული და ვინც საქართველოს აფეთქების გეგმას ხმას მისცემს, აქვე აფეთქდებაო. გეგმა ჩავარდა, თუმცა ჩვენს ისტორიას დარჩა კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იმისა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს შიში, რომელსაც არა მხოლოდ აგრესორის სიყვარულამდე, არამედ სრულ თვითგანადგურებამდე მიყავხარ.“