„გომბორზე ასულა ძაღლების გამოსაკვებად და როცა ბოლო ჯამის დასაყრელად დაიხარა, იქ განუტევა სული“ – მიშა კაჭკაჭიშვილი

0
681
32 Views

ცხოველების დამცველი – მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ემოციურ ისტორიას იხსენებს.

„აკელა მყავდა ცოტა ხნის წინ დათო ომარშვილთან გასასინჯად. დაზუსტებით არ ვიცით ძაღლია თუ მგელი ან მგლის ნაჯვარი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, აკელა საოცრებაა. ის გენიოსია და ის ჩემთან იცხოვრებს.დათოსთან კლინიკაში, ერთი, არც თუ ასაკოვანი კაცი დადიოდა, ქუჩაში ნაპოვნი ძაღლები დაჰყავდა ხოლმე მძიმე მდგომარეობაში. უცნაურად დარბაისელი, მკაცრმა ცხოვრებამ რომ ვერ წაართვა სიამაყე და ღირსება, ეგეთი. ეს კაცი, სულ შრომობდა და რასაც შოულობდა, იმ გროშებით საკვებს ყიდულობდა და ტყე-ტყე დადიოდა და კვებავდა გაუმაძღარი ხალხის მიერ, სიკვდილისთვის გაწირულ ძაღლებს. გომბორზე ასულა ძაღლების გამოსაკვებად და როცა ბოლო ჯამის დასაყრელად დაიხარა, იქ განუტევებია სული…ეს ამბავი ვიღაცისთვის არაფერია, ჩემთვის კი ყველაფერი.ნათელში იყოს”, – წერს კაჭკაჭიშვილი.

Cesko