“პრობლემას ვეღარ გავუმკლავდი” – რატომ გადაიპარსა ქეთი ხუციშვილმა თმა ?

0
633
31 Views

ახლახან მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა – თმა გადაიპარსა. აღმოჩნდა, რომ ქეთის ეს ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად გადაუდგამს…

– კორონავირუსის შტამი – ომიკრონი მსუბუქად გადავიტანე. შემდეგ შევიტყვე, რომ თმის ცვენას იწვევდა. საერთოდ, ვის შესახებაც ვიცი, რომ “კოვიდი” შეხვდა, ყველას თმა გასცვივდა. თმა მეც ძალიან შემითხელდა. ნერვები არ მეყო, რომ სამკურნალო ნიღბები შემეზილა. რაკი ვიცოდი, რომ გადაპარსვა მაგრად შველოდა, ამ მეთოდს მივმართე. საერთოდ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს წამიერად ვიღებ – დაფიქრება არ მჩვევია. გადავწყვიტე თუ არა, იმ დღესვე გადავიპარსე. თან, არც მიფიქრია, როგორითავის ფორმა მქონდა, მომიხდებოდა თუ არა… ერი და ბერი რომ განცვიფრდა, – უი, რა კარგია, როგორ გიხდებაო, ჩემი თავის ფორმას მერე დავაკვირდი (იცინის). მეუბნებიან, – ქუდიც არ დაიხურო, ასე იარეო…

– გადაწყვეტილების შესრულებამდე იფიქრე, რომ შეიძლებოდა, გადაპარსვის მერე პარიკი დაგჭირვებოდა?

– კი, პარიკზე ვიფიქრე. ერთ-ერთ მაღაზიაში მივედი. ბუნებრივი, მაღალი ხარისხის, ლამაზი თმისგან დამზადებული პარიკი მინდოდა. მომიხდა კიდეც… თურმე, ძალიან ძვირი ყოფილა. შეძენას ვგეგმავ, მაგრამ ახლა, როცა ყველა მეუბნება, – გადაპარსული თავი გიხდებაო, შეიძლება, ასე კარგა ხანს დავიტოვო (იღიმის)…

– ანუ შეიძლება, თავზე თმა კიდევ გადაიპარსო?

– არა, ასე “ნულზე” – არა. წარმოიდგინე, თავზე თმის გადაპარსვის შემდეგ, ერთჯერადი სამართებლითაც ბოლომდე “გადავუარე”. ახლა ძალიან მაგარი ხარისხის თმაამომდის.

– დამოუკიდებლად გადაიპარსე?

– ჩემმა შვილმა გადამპარსა. ჯერ თავად საფეთქლები ავიპარსე, – ვიფიქრე, აღარ შევჩერდები-მეთქი. გიორგიმ (შვილმა) რომ დამინახა, გაოცდა: რას ჰგავხარო (იცინის)?! უცბად საპარსი აპარატით მომადგა და გადამპარსა.

– სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას, გაუცხოების შეგრძნება არ გაქვს ხოლმე, თუნდაც – წამიერად?

– კი, ასეთი შეგრძნება მქონია, მაგრამ მალევე მივეჩვიე. სხვათა შორის, როცა ჩემი შვილი 2 წლის იყო (ახლა 20 წლისაა), თავი პირველად მაშინ გადავიპარსე, უცებ გადავწყვიტე… ახლა საერთოდ არ მიფიქრია – ვაიმე, ეს რა ჩავიდინე-მეთქი? ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მომწონს. მით უმეტეს, მიხარია რომ გარშემო მყოფებიც კომპლიმენტებსაც მეუბნებიან. უარყოფითი არავის არაფერი უთქვამს, პირიქით – მეუბნებიან, ასე დაიტოვეო…

– წლების წინ, თმის გადაპარსვის მიზეზი რა იყო?

– მშობიარობის მერე, ქალს თმის ცვენა ეწყება და ამის აღმოსაფხვრელად, ათასი რაღაც უნდა შეიზილო, 2 საათით გაიჩერო… ამის ნერვები მაშინაც არ მქონდა და გადავიპარსე. ძალიან კარგი თმა ამომივიდა

Cesko