“კანდიდატობის მიღების საკითხი პირობით(*) გადაიწევს და ახლა ვერ მოგვენიჭება- “არ”კი არა “ვერ” მოგვენიჭება!”

0
689
25 Views

“სუს”-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი:

“გვეკუთვნის, თუ არ გვეკუთვნის?
ვინმეს ახსოვს ხალხი- ხელისუფლების მთავარი წყარო?
არც ხელისუფლება და არც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ეუბნება სიმართლეს ხალხს.
არადა ორივე მხარემ შესანიშნავად იცის სიმართლე, თუ არ იციან ეს კიდევ დიდი პრობლემაა მათთვის,
მაგრამ მე ვიცი, რომ იციან.
?ხალხო, წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ახლა თქვენთვის მზადდება ახალი დაპირისპირების მოედანი- ვისი ბრალია, ვინ ჩაშალა, ვინ შეუშალა ხელი, ურთიერთბრალდებები და აშ.
მოკლედ და მარტივად, რომ აგიხსნათ იწყება ცირკის ახალი განყოფილება, ოღონდ კლასიკური ცირკის არა, სადაც იცინებთ, იმხიარულებთ და სასიამოვნოდ განცვიფრდებით.
ეს იქნება ბოროტი ცირკი უარყოფითი, ოღონდ რეალური პერსონაჟებით. სანახაობა იქნება, კი “ გაერთობით”, მაგრამ ეს იქნება საბოლოოდ დამღუპველი თქვენთვის, სანამ არ “გაიღვიძებთ” და არ მოითხოვთ პასუხს ყველაფერზე მკაცრად, ორივე მხარისგან??
მე გულწრფელად გეტყვით, რომ 9️⃣9️⃣%- იანი სიზუსტით,
??კანდიდატობის მიღების საკითხი პირობით(*) გადაიწევს და ახლა ვერ მოგვენიჭება.
“არ”კი არა “ვერ” მოგვენიჭება!
(მიზეზებზე ამ სიახლის გამოცხადების შემდეგ ვისაუბრებ)…

პ.ს. პოზიტივიც შემოვიტანო უნდა და ხმამაღლა ვიფიქრო თქვენთან ერთად:
პირველი-ვიტყვი,რომ ??მდე მიმავალი გზა და შესვლა არის/იქნება არა ამ ორი მხარის, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის დამსახურება. სამაგიეროდ უარი , ან სხვა ყველაფერი ცუდი, იქნება მათი ბრალი და დამსახურება.
მეორე: მე პირადად დარჩენილი 1% იანი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროატლანტიკელი პარტნიორები მიუხვდებიან ამ ორივეს რა მამაძაღლობაც აქვთ ჩაფიქრებული და ამის საპასუხო დარტყმას მიაყენებენ ?? კანდიდატობის მინიჭებით.
ამ ნაბიჯით ნამდვილად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ხოლო “ ბოროტი ცირკაჩები” დამარცხდებიან.
დიდება უფალს??
გაიმარჯვოს საქართველომ??”

“სუს”-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი; სოციალური ქსელი

 

Cesko