ჩვენი ახლო მეგობრების [პოლონეთის] გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და ევროპის ნაწილია- ზელენსკი

0
552
25 Views

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მოუთმენლად ელის ივნისში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენი ახლო მეგობრების [პოლონეთის] გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხანია ევროპის ნაწილია და ნამდვილად, ღირებულებების შესახებ ხმამაღლა საუბრის გარეშე, იმავეს ვფიქრობთ და გვჯერა ჩვენც. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას”, – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად მათ ძლიერი ელჩები სჭირდებათ, და ერთ-ერთ ასეთ ელჩად, პოლონეთის ელჩი დაასახელა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს [უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება] აუცილებლად მოხდება. ჩვენ ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით”, – თქვა მან.

პოლონეთის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდა. ანდჟეი დუდა უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მისი ევროინტეგრაციის პროცესში – მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს – თქვა დუდამ.

Cesko