უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის შეჭრის სიმბოლოებს, მათ შორის, ასობგერებს “Z” -ს და “V” – ს კრძალავს. ამის შესახებ დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა “ტელეგრამზე” დაწერა. BBC Monitoring-ის თქმით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სიმბოლოების ჩვენება დაშვებული იქნება მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სამეცნიერო ნაშრომებში, სახელმძღვანელოებში და ა.შ, თუმცა ახალი კანონპროექტი კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც რუსეთის ომის სიმბოლოებს იყენებენ და რომელთა საქმიანობაც ომის პროპაგანდას ისახავს მიზნად და რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას ემსახურება.
ცნობისთვის, ასოები “Z” და “V” უკრაინაში, რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის სიმბოლოდ აქტიურად გამოიყენება. ისინი ბრძოლის ველზე, რუსული სამხედრო მანქანების აღსანიშნად გამოიყენება.
IPN