საფრანგეთის მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა 15 ან 20 წელი დასჭირდეს

0
483
epa08677962 French minister for European Affairs Clement Beaune and Cypriot Foreign Minister Nikos Christodoulides (not pictured) hold a joint news conference following their meeting at the Ministry of Foreign Affairs, in Nicosia, Cyprus, 18 September 2020. Clement Beaune is in Cyprus on a working visit. EPA-EFE/KATIA CHRISTODOULOU
33 Views

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა “15 ან 20 წლის განმავლობაში” ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

“ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში აპირებს, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელიწადში იქნება, ამას დიდი დრო სჭირდება”, – განაცხადა კლემენტ ბიონმა.

ბიონმა გაიმეორა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეთავაზება, რომ შეიქმნას უფრო თავისუფალი, “ევროპული პოლიტიკური საზოგადოება”, რომელიც უკრაინის უფრო სწრაფად ინტეგრაციას დაეხმარება და დასძინა: “არ მინდა უკრაინელებს რაიმე ილუზია ან ტყუილი შევთავაზო”.

Cesko