“მე პრემიერი ვარ, გვარამია კომპანიის დირექტორი. რა შუაშია მე რომ მადარებთ…” – ირაკლი ღარიბაშვილი

0
501
32 Views

მე პრემიერ-მინისტრი ვარ, გვარამია კომპანიის დირექტორი. რა შუაშია მე რომ მადარებთ, კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, თუმცა ჩემი მანქანით გადავადგილდები – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დააკავეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი კერძო კომპანიის მანქანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანით გადაადგილდებიან.

“სკანდალში გამომიჭირეთ.ახლა მომისმინეთ, მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია და რა შუაშია მე რომ მადარებთ, ჩემი ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი, ეს ერთი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, მე ჩემი მანქანით გადავადგილდები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Cesko