მე ვარ კრიმინალი? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი? – ევროპარლამენტარი კობახიძეს

0
733
27 Views

„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი? თუ ვინ ვარ? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი?“, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„პოლიტიკოსები საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ, მაგრამ თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩვენი კრიტიკა სერიოზულად. ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება, ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან კრიტიკულ პერიოდშია: ომი უკრაინაში, წევრობის განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Cesko