გიორგი კეკელიძე კლინიკაშია გადაყვანილი

0
857
40 Views

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას კეკელიძის ახლობლები ავრცელებენ. ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა, თუმცა მანამდე მან ფეისბუქ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„წელიწადია, მძიმე დეპრესია მტანჯავს. ვერავინ ამოიცნო რეალური მიზეზი.
ამის აღწერა და გადმოცემა მიჭირს. არც არის საჭირო. ახლო მეგობრებმა იციან და საკმარისია. მთელი ცხოვრება მხოლოდ რაღაც კარგი მინდოდა გამეკეთებინა. რაც შევძელი – შევძელი. ასე დაძალებით ცხოვრება კი უკვე აღარ გამოდის.ვცდილობდი, მაგრამ ვეღარ. სხვებს ვუხსნიდი ხელახალ დაბადებაზე, ხოლო საკუთარ თავთან ბრძოლა ჩემი მარცხით დამთავრდა. ამიტომაც ვემშვიდობები ამ წუთისოფელს. ასე პროზაულად და შეიძლება, უგემოვნოდაც. საჯაროდ ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ცხადად იცოდეთ – ჩემს სიკვდილში ბრალი არავის მიუძღვის. მხოლოდ მე და ჩემს ობსესია-წარმოსახვებს. სამყარო ხომ ჩვენი წარმოდგენაა მასზე. მადლობა იმ დაუმსახურებელი სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობდი. მადლობა მეგობრებს, რომლებიც მაძალებდნენ ცხოვრებაში დაბრუნებას/მეც ვცდილობდი მემუშავა და საქმე არ დაზარალებულიყო.
ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა.
მარად თქვენი გიორგი კეკელიძე“.

Cesko