,,თმა გადავინერგე და ნიკაპი გავისწორე” – მერსი სულხანიშვილი

0
701
25 Views

,,სარკეში” რომ იყურები, მოგწონთ თქვენი თავი?” – ჟურნალისტის და მოდის ბლოგერის, მერსი სულხანიშვილის მიერ ფოტოგრაფ გვანცა მაღლაკელიძის მისამართით დასმულმა ამ შეკითხვამ გადაცემაში ,,ღამის პრაიმ თაიმი” საზოგადოება გააღიზიანა. სტატუსებსა და კომენტარებში მას სასტიკად აკრიტიკებენ.

მერსი წერს, რომ ამ კითხვას გააჩნია პასუხი, რომელიც შავ მასალაშია, არ აჩვენეს და მონტაჟისას ამ ყველაფრის დრამატიზება მოხდა.

,,გადაცემიდან გამქრალია უამრავი სასარგებლო ეპიზოდი, მათ შორის ერთ-ერთი სადაც, მაგალითად, თინეიჯერებს მოვუწოდებ, რომ არ იდიეტონ, არ აყვნენ ამ საზოგადოებრივ ტრენდს. ასევე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ ბულინგი როგორც ჭარბწონიანების, მიუღებელია, ასევე გამხდრების…” – წერს მერსი სულხანიშვილი.

მერსი ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში გარეგნობაში შეტანილ ცვლილებებზე ყვება.

– მერსი, რატომ დაგჭირდათ თმის გადანერგვა?

– ჰგონიათ, რომ გავმელოტდი. ეს იყო თინეიჯერული შეცდომის შედეგი, როდესაც ლაზერით შუბლი ძალიან გავიდიდე. არ მომეწონა და გადავწყვიტე, დამეპატარავებინა. ამისთვის დამჭირდა თმის გადანერგვა.

– სახის ოვალშიც შეიტანეთ კორექტირება. აღნიშნეთ კიდეც, რომ ბავშვობის მთავარი კომპლექსი – ჩაჩხვლეტილი ნიკაპი მოიშორეთ.

– ჩაჩხვლეტილი ნიკაპი არ მომწონდა, მაგრამ ეს არ იყო კომპლექსი. უბრალოდ მოდის ტენდენციას ავყევი და ფილერების საშუალებით გავიკეთე ცოტა გამოწეული ნიკაპი. დიდი შუბლის გამო ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და სარკეში როცა ვიხედებოდი, არც მე მომწონდა. მიყვარს კოსმეტიკური პროცედურები და არასდროს არაფერს ვმალავ. რაც სიახლე შემოდის, პირველი, მგონი, მე ვიკეთებ.

– თავიდან ყურადღება მოშიშვლებული მკერდით მიიქციეთ. საინტერესოა, თქვენი მკერდი თუ არის ნატურალური?

– ჯერჯერობით ჩემი მკერდი ნატურალურია. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული თეთრეული. ეს აუცილებელია, მკერდმა და დუნდულებმა ფორმები რომ არ დაკარგოს. სულ ეს არის, რომ დიდხანს არ დაგჭირდეთ პლასტიკური ოპერაცია.

Cesko