“ბათუმს რომ მოუახლოვდებით, ამგვარ სასწაულს შეიძლება გადაეყაროთ” – რა ფოტოს ავრცელებს ლორთქიფანიძე

May 20, 15:47
0
638

“აჭარის მთიანეთიდან ზღვისპირეთისკენ მომავალ გზაზე, ბათუმს რომ მოუახლოვდებით, ამგვარ სასწაულს შეიძლება გადაეყაროთ:
ხელვაჩაურის რაიონის სოფლების შესასვლელთან ორ-ორი, ერთი და იმავე ტოპონიმის აღმნიშვნელი ტრაფარეტები დგას, მდინარეებსაც ორ-ორჯერ აწერიათ სახელი, ტრაფარეტებს შორის განსხვავება მიზერულია, ფაქტობრივად იდენტური ნიშნებია დამონტაჟებული ერთმანეთისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით.
ხომ არაფერი? მაგრამ რამხელა სისულელე და უთავბოლობა, ძალის, ენერგიისა და ფულის უაზრო, უყაირათო და მავნებლური ხარჯვა აირეკლება ამ პატარა ამბავში…
თუ საქართველოში უმნიშვნელო საკითხებიც უპატიოსნოდ და ასეთი ტრაგიკომიკური უპასუხისმგებლობით წყდება, რატომ უნდა გვქონდეს იმედი იმისა, რომ ვინმე დიდი საქმეების შესრულებისას გამოიჩენს ღირსებასა და შრომისმოყვარეობას.
ერთ დიდ და კეთილ კაცს დავესესხები “ჰეშთეგს”…
#მეხი⚡“
შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

Cesko