გამოქვეყნდა ნიკა გვარამიას მიერ „რუსთავი 2“-დან აღებული თანხები, ყოველწლიურად კოლოსალური რაოდენობაა – “მილიონი წელიწადში როგორია?..“ (+ცხრილი)

0
926
36 Views

ექსპერტი ამირან სალუქვაძე, “მთავარი არხის” დირექტორის დაკავებას ეხმაურება და მის მიერ მიღებულ წლიურ შემოსავლებს აქვეყნებს. მისი თქმით გვარამიას გარდა კიდევ არიან სხვა ადამიანები, ვისაც პასუხი უნდა მოეკითხოთ.

“ამიტომაა ყველაფერზე რომ მიდიან, ქვეყანას, ბიზნესს, ხალხს აპანიკებენ, ზიზღს და სიძულვილს თესავენ, ძალადობისკენ მოუწოდებენ. ეს მხოლოდ ხელფასებია. მედიის ბიუჯეტის ხარჯვას როგორ ახდენდა, ვნახეთ, კონტროლირებადი კომპანიით.

გვარამიას მსგავსად ის ჟურნალიატებიც მოიკითხეთ, ძალადობრივ მოწოდებებზე და მივარდნებზე რომ გადავიდნენ და მშვიდად მიაქვთ სახლში ჯარიდან ნაძარცვი ფული, კეზერაშვილის და სხვა ყალთაბანდების ხელიდან.

ვითომ ფეოდალების წინააღმდეგ საბრძოლველად მოვიდნენ და თავად შექმნეს უარესი ფეოდალები, დააყაჩაღეს ბიზნესი, ჯალათური მეთიდებით მიითვისეს სხვისი წილები, ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები. ქვეყანას რა დამართეს, ეს ხომ აუნაზღაურებელია.

და ესენი თვლიან თავს ევროპული ღირებულებების მატარებლებად, პრივატიზებული აქვთ მედასავლეთეობა, პატრიოტიზმი და ა.შ.

დასავლელ პარტნიორებს მოუთარგმნეთ, ოღონდ წაღმა, გაახილეთ თვალები. ამათი წახალისება იწვევს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. პირველი წელია ვწერ?!

მილიონი წელიწადში, როგორია?!” – წერს ამირან სალუქვაძე.

Cesko